среда, 11 марта 2015 г.

დღე მეცხრე



ჩემი პორტფოლიო


და აი დადგა ტრენინგის ბოლო დღე , მიუხედავად იმისა რომ გაკვეთილების შემდეგ ძალიან დამღლელი იყო ტრენინგი, მაინც თითქოს გული მტკივა, ჩვენი ტრენინგები დასასრულს რომ მიუახლოვდა .ძალიან კმაყოფილი ვარ შეძენილი ცოდნით .მიღებულ ცოდნას აუცილებლად გავაუმჯობესებ და დავნერგავ პრაქტიკაში.

-მართლაც რომ საინტერესო საკითხები ვისწავლეთ.სულ მინდოდა აქტიური ბლოგი  მქონოდა იმედი მაქვს რაც ვისწავლეთ გამომადგება სასწავლო პროცესში. ბევრი დავალებები მივიღეთ.აუცილებლად უნდა შევასრულო.

   აუცილებლად უნდა აღვნიშნო, გვანცა მასწავლებლის შრომისმოყვარეობა, მოთმინება, უშუალობა, კოლეგიალურობა ,პროფესიონალიზმი.ამასთანავე მინდა აღვნიშნო ჩემი კოლეგების კარგი ურთიერთდამოკიდებულება, კარგი გუნდი ვართ და ვიქნებით.სასიამოვნო იყო მათთან ერთად მუშაობა.

среда, 4 марта 2015 г.

დღე 8
იმდენი ახალი ვისწავლე ტვინი ამერია, ე.ი. გავაკეთე ბმულები,ვისწავლე ბლოგზე საქაღალდეების შექმნა,ჩემი ნასწავლის, გაკეთებული გეგმის, სურათების, შეფასებების და ა.შ საქაღალდეებში ჩალაგება, რაც დამეხმარება თანმიმდევრულად დავალაგო საქაღალდეში ჩემს მიერ შესრულებული დავალება
აუცილებლად გამოვიყენებ ფასილიტაციის მასალებს მოსწავლეთა  დასახმარებლად.
დრაივზე ატვირთული საქაღალდეები გამიადვილებს მუშაობას და დამიზოგავს დროს, მასში შემიძლია მოვათავსო ყველა ის  დამხმარე მასალა ,რაც დამჭირდება პროექტზე მუშაობისას. მსგავსი საქაღალდეების შექმნა შეიძლება მოსწავლეებსაც ვასწავლოთ, შევაქმნევინოთ ისინი ,რომ პროექტზე მუშაობისას შექმნილი პროდუქტები ერთად განათავსონ.

понедельник, 2 марта 2015 г.

დღე 7
მიმოვიხილე  ჩემს მიერ შესრულებული მოსწავლის თვალით დანახული  პრეზენტაცია. მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით ბლუმისა და გარდნერის მატრიცა.
.მიმოვიხილე მოსწავლეთა ნაშრომები  მათი ინტელექტისა და შესაძლებლობების შესაბამისად.
 ამ მოდულის დახმარებით .მოსწავლეს აუმაღლდება მოტივაცია  და უფრო საინტერესო გახდება მისთვის პროექტზე მუშაობა.